© 2016 REBUSI. Proudly created with Wix.com

სტუმრის დღე

სტუმართმოყვარეობას ბავშვობიდანვე ვაყვარებთ ჩვენს რებუსელებს და ამიტომ, ხშირად ვეპატიჟებით ცნობილ ხელოვანებს მასტერკლასების ჩასატარებლად. გაიცანით ჩვენი სტუმრები: 

ნოდო გუჯაბიძე

27 მაისი, 2017

ხელოვნების გაკვეთილი უფროს რებუსელებს ნოდო გუჯაბიძემ, მხატვარ-არქიტექტორმაჩაუტარა. მასტერკლასი პორტრეტების ხატვას დაეთმო და რებუსელებმა გასაოცარი ნიჭით მოხიბლეს ჩვენი სტუმარი.  

10 დეკემბერი, 2016

უკვე მეორედ მოვიწვიეთ Fairydeco-ს დამფუძნებლები, დეა დევდარიანი და ნინი მღებრიშვილი მასტერკლასის ჩასატარებლად პროექტ "სანტას საამქროს" ფარგლებში. პატარებმა საშობაო ნივთები საოცრად მოხატეს და მათი ნაძვის ხეების გასაფორმებლად და მოსართავად წაიღეს სახლებში.

22 ოქტომბერი, 2016

შემოქმედებითობის განსავითარებლად აცუილებელია, რომ ბავშვებს ვასწავლოთ, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა ნივთების, მასალებისა და თუნდაც საკვები პროდუქტების გამოყენებით სრულიად ახალი ნივთის მიღება. ამისათვის, Foodography-ის დამფუძნებელი და ფოტოგრაფი, ნინო მეგრელიძე მოვიწვიეთ. მასტერკლასის თემა ძალიან საინეტრესო შევარჩიეთ - ბოსტნეულისა და ბურღულეულის გამოყენებით ბუს აწყობა. რებუსელებმა გაგვაოცეს მათი ნამუშევრებით. 

23 აპრილი, 2016

სწორედ ამ მასტერკლასმა ჩაუყარა საფუძველი ჩვენს "სტუმრის დღეს". FairyDeco-ს დამფუძნებლები, დეა დევდარიანი და ნინი მღებრიშვილი ჩვენს წინადადებას, რომ ხის კოვზებზე ხატვის გაკვეთილი ჩაეტარებინათ რებუსში, მაშინვე დათანხმდნენ და ჩვენი ბავშვები ახალ მიმართულებას გააცნეს. რებუსელების მიერ მოხატული კოვზები კი, დანამდვილებით ვიცით, რომ მათი ოჯახების სამზარეულოებს ამშვენებენ.

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now