© 2016 REBUSI. Proudly created with Wix.com

მათემატიკური ლოგიკა

ბავშვები სწრაფად იზრდებიან და შესაბამისად, მალე უწევთ რეალურ ცხოვრებისეულ პრობლემებთან შეჯახება. ისინი გაცილებით მარტივად და სწრაფად შეძლებენ მათ გადაჭრას, თუ კრიტიკული, ლოგიკური და კრეატიული აზროვნების უნარი ექნებათ განვითარებული. მათემატიკური ლოგიკის პროგრამა, რომელსაც რებუსი შესთავაზებს მოსწავლეებს, XXI საუკუნის ყველაზე საჭირო უნარების განსავითარებლად იქნა შექმნილი. სახალისო ამოცანების ამოხსნა პატარებს სასკოლო საგნების მალე ათვისებაშიც დაეხმარებათ და სწავლის პროცესს მნიშვნელოვნად გაუმარტივებთ.

საგანს მათემატიკოსი ქეთევან კიკვაძე გაუძღვება. 31-წლიანი პედაგოგობის სტაჟი, კომაროვის შაბათის სკოლის გამოცდილება, სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სკოლებში მუშაობის პრაქტიკა და მრავალ პროექტებში ჩართულობა ყველანაირ უფლებას გვაძლევს ქეთევანს იდეალური მასწავლებეი ვუწოდოთ. 

პედაგოგი

პროგრამა

მათემატიკური ლოგიკის მოსწავლეები ჯგუფებად არიან დაყოფილები ასაკისა და კლასის მიხედვით. სასწავლო პროცესი ლოგიკური და სახალისო ამოცანებისა და თავსატეხების ამოხსნაზეა აგებული. დიდი დრო ექცევა როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდური მუშაობის პრინციპს. ბავშვებს საშინაო დავალებებიც ეძლევათ და მათ შესასწულებლად ერთი კვირა აქვთ დრო. აღსანიშნავია, რომ რებუსის მათემატიკური ლოგიკის  პროგრამა საქართველოს განათლების სამინისტროს სტანდარტებზეა მორგებული.

სამუშაო გრაფიკი და საფასური

მეცადინეობები ტარდება კვირაში ერთხელ, კვირა დღეს. 

ხანგრძლივობა - 1.5 საათი

ერთი თვის საფასური - 80 ₾

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now