© 2016 REBUSI. Proudly created with Wix.com

რებუსის გუნდი

გაიცანით, ეს რებუსის პატარა ოჯახია. ჩვენი საკვირაო სკოლის დამფუძნებლები საუკეთესო მეგობრები, ანა გაბუნია და ნატალია ლუჩანინოვა არიან. მათი მეგობრობა 12 წლის წინ ESM-ში დაიწყო და ბერლინის საზაფხულო სკოლამ სამუდამოდ გაამყარა. 9 წელი სხვადასხვა კომპანიებში მარკეტინგის დეპარტამენტებში მუშაობდბენ და მრავალი პროექტი სწორედ მათ სახელებს უკავშირდება.

მიუხედავად ამისა, ანას და ნატალიას კარიერული გზა ერთმანეთთან არასდროს გადაკვეთილა 2015 წლის მაისამდე, როდესაც საკვირაო სკოლის დაარსება და ერთად მართვა გადაწყვიტეს. უამრავი იდეის, კვლევის, არსებული ბაზრის შესწავლის, მასწავლებლებთან და ბავშვთა ფსიქოლოგთან კონსულტაციის შემდეგ კი დააარსეს ისეთი საკვირაო სკოლა, როგორსაც მათი თანატოლი შვილებისთვის, კატოსა და ნინასთვის ინატრებდნენ.

ნათია აბულაძე

მინდა დავეხმარო პატარებს,

რომ უფრო რეალურად აღიქვან,

თუ როგორ არის მოწყობილი

სამყარო. 

ნანა კალანდაძე

კომპიუტერთან "დამეგობრების" პარალელურად, წიგნისა და კითხვის სიყვარული თავიდანვე უნდა ჩავუნერგოთ ბავშვს. 

ნატო გვალია

ვაზიაროთ პატარები იმ საყვარელ

და სასიამოვნო საქმეს, რასაც ხელოვნება ქვია.

სამყაროს შემეცნება

მსოფლიო ლიტერატურა

ხელოვნება

თამუნა მეკოკიშვილი

მენეჯერი

სალომე მარგიშვილი

მენეჯერის თანაშემწე

ბავშვებთან ურთიერთობა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. სწორედ ამიტომ დავინტერესდი რებუსში მუშაობით. პატარებთან ერთად, შაბათ დღეს მეც მოუთმენლად ველი ხოლმე. 

დიდი პასუხისმგებლობის მიუხედავად, რებუსში მუშაობა ჩემთვის სიამოვნებაა, რადგან საინტერესო ბავშვებთან მიწევს ურთიერთობა. ვცდილობ, რომ მეც შევიტანო წვლილი მათ სწორად განვითარებაში.

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now