© 2016 REBUSI. Proudly created with Wix.com

შაბათის სკოლა

საკვირაო სკოლა რებუსის სასწავლო პროგრამა პატარების განვითარებისა და ინტერესის გათვალისწინებით არის შედგენილი და ხუთ საგანს მოიცავს. ჩვენი სკოლა გათვლილია 4-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის. მეცადინეობები ყოველ შაბათს ტარდება და თითოეული საგნის ხანგრძლივობა ერთი საათია. მშობელს სრული თავისუფლება აქვს აირჩიოს ერთი, ორი ან მაქსიმუმ სამი საგანი. გაკვეთილებისთვის საჭირო ყველანაირი ინვენტარი ბავშებს ადგილზე ხვდებათ და მშობლის საზრუნავს არ წარმოადგენს.

ხელოვნება

სამყაროს შემეცნება

კითხვის საათი

სამყაროს შემეცნება

ის, თუ როგორ არის მოწყობილი სამყარო, პატარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თავსატეხია. მათი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება ჯანსაღ და ბავშვებზე მორგებულ გარემოში უნდა ხდებოდეს.  მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა სახით და რა მეთოდებით ხდება ამა თუ იმ საკითხის ახსნა პატარებისთვის. 

სამყაროს შემეცნების პროგრამა ასაკობრივადაა მორგებული თითოეულ ჯგუფზე და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.

ყოველ შაბათს ბავშვები მასწავლებლის დახმარებით 2-3 ექსპერიმენტს ატარებენ სრულად აღჭურვილ ლაბორატორიაში და იმ კითხვებზე იღებენ პასუხებს, რაც მათ მოსვენებას არ აძლევთ. 

ხელოვნება

შემოქმედებითობა XXI საუკუნის ადამიანის უმთავრეს უნარად აღიარეს. ამ უნარის ბავშვობიდანვე განვითარება იგივეა, რაც თქვენს პატარებს მისცეთ ჯადოსნური ჯოხი, რომლითაც ყველანაირ პრობლემას მოაგვარებენ მომავალში.

 

"რებუსის" ხელოვნების პროგრამა ბავშვებში სხვადასხვა უნარების გასავითარებლად იქნა შემუშავებული. ყოველ შაბათს პატარებს ახალი ამოცანა და მის ამოსახსნელად განკუთვნილი ერთი საათი ეძლევათ. მსგავსი მეთოდი ბავშვებში დროის მართვის უნარს, შემოქმედებითობას, მიზნისკენ სწრაფვის სურვილსა და პასუხისმგებლობის შეგრძნებას ავითარებს. 

თითოეული გაკვეთილი ხელოვნების ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს - ხატვა, ძერწვა, აპლიკაცია და ხელგარჯილობა.

კითხვის საათი

წიგნების კითხვა საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ ბავშვებმა უკეთ აღიქვან გარემო სადაც იზრდებიან და გაიგონ და გაითავისონ ცხოვრების წესები. 

 

"რებუსის" პროგრამის მიზანია ბავშვებს შეაყვაროს კითხვა, ისტორიების მოსმენა, გააზრება და საკუთარი მოსაზრების გამოხატვა წაკითხულთან დაკავშირებით. 

 

წლის განმავლობაში პატარები საშუალოდ 17 ავტორს და მათ ცნობილ ნაშრომებს ეცნობიან. 

 

გაკვეთილის მსვლელობისას პედაგოგი ყვება ავტორის ბიოგრაფიას და უკვე შემდეგ, ბავშვებს მის ცნობილ ნაწარმოებს უკითხავს. ბოლო 15 წუთი კი მსჯელობას,  წაკითხულის განხილვას და კითხვა-პასუხს ეთმობა. 

მეტყველება

ამ საგნის მიზანია პატარებში მეტყველების უნარის განვითარება, რაც გულისხმობს სპეციალურ სამეტყველო ვარჯიშებს ხმოვნების, მარცვლების, თანხმოვანთა ჰარმონიული ჯგუფების სწორად გამოსათქმელად. ასევე, წაკითხული მცირე ზომის ტექსტების მოყოლის უნარის გამომუშავებას. ზოგჯერ შეიძლება პედაგოგმა მცირე ტექსტის ინსცენირებაც შესთავაზოს ბავშვებს, რაც უფრო გაახალისებს და მეტად გაააქტიურებთ მათ.

ფსიქოლოგის საათი

პროგრამის ძირითადი მიზანია ბავშვების პოტენციალისა და ინდივიდუალობის გამოვლენა და ოპტიმალური მიმართულებით წარმართვა. მეთოდოლოგია მოიცავს  ჯგუფურ დისკუსიებს, კონკრეტული ცხოვრებისეული სიტუაციების, ტექსტების და ამოცანების ანალიზს, ასევე ფსიქიკური პროცესების განმავითარებელ სავარჯიშოებს (აღქმა, მეხსიერება, აზროვნება, ყურადრება, ფანტაზია).

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now